ფეხბურთი

13:00 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: "ტურნირის განმავლობაში ყველა ფეხბურთელის წვლილი დაგვჭირდება"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში სენეგალის ნაკრებთან გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს გამარჯვება ჩვენთვის შვებაა. თავიდან ცოტა დაძაბულები და აღელვებულები ვიყავით, თუნდაც იმიტომ, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. შემდეგ მოვარხეთ უკეთ თამაში, დემბელესა და ოლისეს პოზიციების გაცვლა მნიშვნელოვანი იყო. ბრედლი ბარკოლამაც შესვლის შემდეგ მეტოქეს პრობლემები შეუქმნა. პირველი თამაშის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არაა.

ბარკოლა? ბევრ ფეხბურთელს შეუძლია ლეგიტიმური მოთხოვნა ჰქონდეს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე, მაგალითად რაიან შერკის, ყველა დაგვჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა გააკეთა ბარკოლამ და სხვა ფეხბურთელებსაც მოუწევთ ამავეს გაკეთება ტურნირის განმავლობაში ყველას წვლილი დაგვჭირდება“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში 22 ივნისს, ერაყის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.070718