ფეხბურთი

11:15 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ყველა კრიტიკოსს რომ ვუპასუხო, 80 წლამდე თამაში მომიწევს"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში სენეგალის ნაკრებთან გამარჯვებისა (3:1) და დუბლის შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს არ არის რევანში კრიტიკოსებისთვის და ყველა მათგანს რომ უპასუხოს, ამისთვის 80 წლამდე თამაში დასჭირდება.

„ტურნირის კარგი დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია. უფრო მეტ სიმშვიდეს განიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალზე ბოლომდე მშვიდად არასდროს ხარ. ვნახეთ სხვა გუნდებიც და გამარჯვებით დაწყება რთულია, რადგან ყველამ იცის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უნიკალურია. ყველა გუნდს სურს გამარჯვება და თავისი ქვეყნის კარგი იმიჯის წარმოჩენა. დღეს არ იყო ადვილი თამაში, მაგრამ ვიცით, რომ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია გატანა, განსხვავების შექმნა, რაც გვეხმარება. მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მიწაზე უნდა დავრჩეთ, ცივი გონებით და კონცენტრირებული იმაზე, რაც უნდა გავაკეთოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი სწრაფად ხდება, ექვს დღეში ერაყთან თამაში გვაქვს, რომელიც უნდა მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ.

არავითარი რევანში ეს არაა. ყველა ადამიანი რომ გავაჩუმო, ვინც მაკრიტიკებს, 80 წლამდე უნდა ვითამაშო. მე ვთამაშობ ჩემი ქვეყნის ისტორიაში კვალის დასატოვებლად და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გუნდს ფინალში გასვლაშსა და ტურნირის მოგებაში დავეხმარო. დანარჩენი ჩემი პერსონის და ჩემი საფეხბურთო კარიერის ნაწილი ყოველთვის იქნება“, - განაცხადა მბაპემ, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში 14 გოლი აქვს გატანილი, რითაც მხოლოდ მიროსლავ კლოზეს (16) და რონალდოს (15) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 22 ივნისს ერაყის ნაკრებს შეხვდება და მბაპე თუ ორ გოლს გაიტანს, მიროსლავ კლოზეს მიღწევას გაიმეორებს - გახდება მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088063