ფეხბურთი

3:57 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა მუნდიალი დუბლით დაიწყო, ნორვეგია გამარჯვებით დაბრუნდა

ნორვეგიის ნაკრები 1998 წლის შემდეგ მუნდიალზე, დიდ საფეხბურთო ტურნირზე კი 26-წლიანი პაუზის შემდეგ (ევრო 2000-ზე იყოს ბოლოს) დაბრუნდა და წარმატებით.

სტალე სლობაკენის გუნდმა პირველ ტურში ერაყის ნაკრები დაამარცხა, ერაყი, რომელიც მუნდიალზე მეორედ თამაშობს.

კლასში სხვაობა იგრძნობოდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ერაყს ურიგო შთაბეჭდილება სულაც არ დაუტოვებია და პირველ ტაიმში განსაკუთრებით, შესანიშნავი ფეხბურთიც ითამაშა.

ნორვეგიის ნაკრები 29-ე წუთზე დაწინაურდა და ვინ გაიტანდა, თუ არა, ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც ვარდნაში მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა. ერაყი დიდხანს არ აგებდა, 39-ე წუთზე აიმენ ჰუსეინმა შესანიშნავი თავური დარტყმით გაათანაბრა. თუმცა, მალევე ერაყელებმა დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს, რაც ჰოლანდმა გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

ერაყის ნაკრებს შესვენებამდე შეეძლო მეორედ გათანაბრება, ორი შესანიშნავი მომენტი შექმნა, მაგრამ არ გაუმართლა და ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა, კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი გააკეთა და ნორვეგიის ნაკრებმა საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. 76-ე წუთზე ლეო ოსტიგორმა თავური დარტყმით დალაშქრა აზიელთა კარი, ხოლო მატჩის მიწურულს აიმენ ჰუსეინმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ნორვეგიამ 4:1 მოიგო.

ნორვეგია ჯგუფს საფრანგეთთან ერთად ლიდერობს და მეორე ტურში 23 ივნისს, სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ერაყის მეტოქე 22 ივნისს, საფრანგეთის ნაკრები იქნება.

ერაყი - ნორვეგია 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (29), 1:1 ჰუსეინი (39), 1:2 ჰოლანდი (43), 1:3 ოსტიგორი (76), 1:4 ჰუსეინი (90, ა.გ)

# გუნდი თ (P) მ (W) ფ (D) წ (L) გატ (F) გაშ (A) ბალ (GD) ქულა (Pts)
1 ნორვეგიაი 1 1 0 0 4 1 +2 3
2 საფრანგეთი 1 1 0 0 3 1 +2 3
3 სენეგალი 1 0 0 1 1 3 -2 0
4 ერაყი 1 0 0 1 1 3 -2 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.233094