ფეხბურთი

7:59 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის შთამბეჭდავი სტარტი და ლიონელ მესის ისტორიული მატჩი ალჟირის ნაკრებთან

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა და ალჟირი 3:0 დაამარცხა.

მატჩის მთავარი გმირი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამასთან ერთად, მესიმ ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მან მსოფლიო ჩემპიონატზე მე-16 გოლი გაიტანა, რითაც მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა.

შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო და მე-8 წუთზე ალჟირმა გაიტანა, თუმცა VAR-ის გადამოწმების შემდეგ ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ამის შემდეგ ინიციატივა სრულად არგენტინამ აიღო და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მე-17 წუთზე დე პოლის პასის შემდეგ ლიონელ მესიმ გახსნა და სკალონის გუნდმა ტაიმი ასე მოიგო. მეორე ნახევარში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კიდევ ორი გოლი გაიტანა, ჯერ მე-60 წუთზე, ხოლო 76-ე წუთზე მესამედაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე 3:0. ლიონელ მესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

არგენტინის ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნის ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ალჟირი იორდანიას დაუპირისპირდება.


არგენტინა - ალჟირი 3:0 (1:0)


სტადიონი - "აროუჰედი" (აშშ, კანზას სიტი)

არგენტინა (4-4-2): მარტინესი, მონტიელი (მოლინა 46’), რომერო (ოტამენდი 80’), დე პაული, მაკ ალისტერი, მარტინესი (ალვარესი 55’), ფერნანდესი, მედინა, ალმადა (გონსალესი 55’), მესი (პასი 80’), მარტინესი

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი.

ალჟირი (4-3-3): ზიდანი, ბელღალი, მანდი, ბენსებაი, აიტ-ნური, ბუდაუი (აუარი 64’), ბენტალები (ბულბინა 81’), ჰაჯ მუსა (მარეზი 64’), გური (ამურა 64’), შაიბი, მაზა (ზერუქი 82’)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი

გოლებო: 1:0 მესი (17'), 2:0 მესი (60'). 3:0 მესი (76').

სტატისტიკა: კარში დარტყმები: 10 (6) - 7 (0), ბურთის ფლობა: 48%-52%, კუთხურები: 2:2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167224