არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყო და პირველ ტურში ალჟირის ნაკრები 3:0 დაამარცხა, ხოლო ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამასთან ერთად ისტორიული შედეგი დააფიქსირა, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მუნდიალზე მე-16 გოლი გაიტანა და მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა.
მატჩის შემდეგ ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
"ძალიან რთული დღეები გამოვიარე, ეს ფეხბურთით გამოწვეული არ ყოფილა და ჩემი ეს ემოციები ამ ყველაფერმა გამოიწვია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და დელეგაციის ყველა წევრს, რადგან ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.
რაც შეეხება მატჩს, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს დავძლიეთ.მნიშვნელოვანია ტურნირის პირველი მატჩის მოგებით დაწყება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ეს არასოდეს არის ადვილი",
მესიმ ასევე მადლობა გადაუხადა კანზას-სიტიში შეკრებილ მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს:
„სადაც არ უნდა ტარდებოდეს ტურნირი, ისინი ყოველთვის იქ არიან... მათი წყალობით ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, და ეს ყოველთვის დიდ უპირატესობას გვაძლევს", - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 22 ივნის ავსტრიის ნაკრებთან გამართავს.







