ავსტრიამ მსოფლიო ჩემპიონატზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა, რალფ რანგნიკის გუნდმა იორდანიის ნაკრები 3:1 დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა.
იორდანიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობაც გაუწია და შეხვედრა ბევრად უფრო დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე საბოლოო ანგარიში აჩვენებს.
მატჩი იორდანიის აქტიური სტარტით დაიწყო. ისინი თავიდანვე სწრაფ კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და რამდენჯერმე შეუქმნეს ავსტრიას საფრთხე, თუმცა პირველი გოლი ავსტრიამ გაიტანა 21-ე წუთზე, რომანო შმიდმა საჯარიმოს გარედან ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა (1–0). ამის შემდეგ იორდანიამ სწრაფად სცადა პასუხის გაცემა და რამდენჯერმე ახლოსაც იყო გათანაბრებასთან, მაგრამ მათი მცდელობა პირველ ტაიმში უშედეგო გამოდგა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმი კვლავ იორდანიის აქტიურობით დაიწყო და 50-ე წუთზე ოლვანის გოლით ანგარიშიც გაათანაბრა 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ ავსტრიამ თამაში გამოასწორა, უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში 76-ე წუთზე ალ არაბის ავტოგოლით კვლავ წინ გავიდა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკო არნაუტოვიჩმა დაუსვა, მან პენალტიდან ზუსტად დაარტყა 3:1.
ამრიგად J-ჯგუფს არგენტინა და ავსტრია ლიდერობენ სამ-სამი ქულით, ხოლო აჟირი და იორდანია მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ 0-ქულით. მომდევნო ტურში ავსტრია არგენტინას შეხვდება, ხოლო ალჟირი იორდანიას დაუპირისპირდება.
ავსტრია - იორდანია 3:1 (1:0)
სტადიონი - "ლევი'ს სთედიუმი" (კანადა, სანტა კლარა)
ავსტრია (4-2-3-1):შლაგერი, პოში, ლიენჰარტი, ალაბა (დანსო 59'), მვენე (ვანერი 59'), ზაივალდი, შლაგერი (ჩუკვუემეკა 59'), შმიდი (ვიმერი 83'), ლაიმერი, ზაბიცერი, არნაუტოვიჩი (კალაიჯიჩი 46')
მწვრთნელი: რალფ რანგნიკი
იორდანია (3-4-2-1): აბულაილა, ნასიბი (ალ როსანი 81'), ალ არაბი, აბუალნადი (ობაიდი 72'), ჰადადი (ალ მარდი 81'), ალ რაშდანი, ალ რავაბდე, აბუ ტაჰა, ალ ფახური (აზაიზე 88'), ოლვანი, თამარი (ალ დაუდი 88')
მწვრთნელი: ჯამალ სელამი
მსაჯი: დაჰან ბეიდა
გოლებო: 1:0 შმიდი (21'), 1:1 ოლვანი (50'), 2:1 ალ არაბი (ს.კ ალ არაბი 76'), 3:1 არნაუტოვიჩი (90+12', პენ.)
სტატისტიკა: კარში დარტყმები: 11 (4) - 11 (4), ბურთის ფლობა: 63%-37%, კუთხურები: 4:3







