ფეხბურთი

11:53 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოთო მამაგეიშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს

23 წლის ქართველი ფეხბურთელი ოთო მამაგეიშვილი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად ავსტრიული კლუბის გვერდმა დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება, მამაგეიშვილი "ვოლფსბერგერში" ერთ წლიანი იჯარით ითამაშებს, თუმცა ავსტრიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

მოგეხსენებათ, რომ ოთო პორტუგალიურ "ფამალიკაოში" გამოდიოდა, სადაც დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდა და საბოლოოდ მხარეები აღნიშნულ ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, ავსტრიის ჩემპიონატში თამაშოს ოთარის ძმა, გიზი მამაგეიშვილიც, რომელიც "შტურმის" ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167826