ფეხბურთი

12:06 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იბერიას" მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იქნება

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „იბერიას" ახალი მთავარი მწვრთნელი უკრაინელი ანდრეი დემჩენკო იქნება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.

დემჩენკოს საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს - ის გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ წვრთნიდა. 2025 წელს ყაზახურ „ჟენესში“ მუშაობდა, ბოლოს კი აზერბაიჯანულ კლუბ „არაზში“.

49 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და დღეს „რუსთავთან“ მატჩში გუნდს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ "იბერიას" ერთ თვეში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვა მოუწევს, სადაც მათი მეტოქე ესტონეთის ჩემპიონი - ტალინის „ფლორა" იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168965