ფეხბურთი

14:07 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ექსპერტები: "ეს 100%-ით წითელი ბარათია და მესი უნდა გაეძევებინათ“

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა და ალჟირი 3:0 დაამარცხა, ხოლო ლიონელ მესი მატჩის გმირი გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და მუნდიალზე გატანილი 16 გოლით მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა.

გარდა მესის შესანიშნავი პერფორმანსისა, საფეხბურთო ექსპერტები პირველ ტაიმის 31-ე წუთზე მომხდარ ფაქტს აქტიურად განიხილავენ, სადაც არგენტინელმა ალჟირელ მცველის აისა მანდის წინააღმდეგ იუხეშა. ისინი ფიქრობენ, რომ ამ მომენტში მესის ძალიან გაუმართლა, რომ მსაჯმა წითელი ბარათი არ აჩვენა.

“ეს 100%-ით წითელი ბარათი უნდა ყოფილიყო და მესი უნდა გაეძევებინათ. ვფიქრობ, მსაჯს ეს ეპიზოდი გამორჩა, თუმცა VAR-ის არბიტრებს ეს არ უნდა გაეტარებინათ”, - განაცხადა "სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა ნედუმ ონუოჰამ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა სიმონ მარჩინიაკმა ამ მომენტში მესის ყვითელი ბარათიც არ აჩვენა, ხოლო VAR-ი საქმეში არ ჩართულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08892