ფეხბურთი

14:44 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "მესი ისტორიაში საუკეთესოა და რთულია წარმოიდგინო ვინმე, ვინც მას ოდესმე გაუტოლდება"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ალჟირთან მოგებული (3:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შეხვედრა შეაფასა, მან ასევე ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"მსოფლიო ჩემპიონატის პირველი თამაში ყოველთვის რთულია, ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. კატარში მიღებულმა გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა და პირველ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდით. მიუხედავად ანგარიშისა, უნდა ვთქვა, რომ ალჟირმა კარგად ითამაშა და შეხვედრა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ეს ჩანს. საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სიმართლე გითხრათ, მესიზე სასაუბროდ სიტყვები აღარ მყოფნის. ის უკვე 20 წელია ამას აკეთებს. მთელი საფეხბურთო სამყარო მხოლოდ მის საყურებლად ერთიანდება. ის, რასაც იგი მსოფლიო ფეხბურთში ნიშნავს, წარმოუდგენელია. მესი ისტორიაში საუკეთესოა და რთულია წარმოიდგინო ვინმე, ვინც მას ოდესმე გაუტოლდება", - განაცხადა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ჯგუფის მეორე შეხვედრას 22 ივნისს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171636