პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად "სამეფო კლუბის" გვერდმა დაადასტურა.
31 წლის ფეხბურთელი მადრიდულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, პორტუგალიელი "რეალში" 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვა ბოლოს "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. პორტუგალიელი ინგლისში 2017 წლიდან თამაშობდა და 459 მატჩში 76 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მონაკოსა“ და „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა.





