საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „იბერია" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონ - ტალინის "ფლორას" დაუპირისპირდება.
"ფლორას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში "იბერიას" მეტოქე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანი" იქნება.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7-8 და 14-15 ივლისს გაიართება. პირველ შეხვედრას თბილისური გუნდი სტუმრად ჩაატარებს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „იბერია“ 21-22 და 28-29 ივლისს ითამაშებს, ხოლო თუ ამ ბარიერს ვერ დაძლევს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ "იბერიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო დაინიშნა.





