ფეხბურთი

15:40 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ო ლა ლა, მეტი რა გინდა კილიან?" - კლოდ მაკელელემ მბაპე გააკრიტიკა

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სასტარტო მატჩში სენეგალი 3:1 დაამარცხა, ხოლო კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა.

მიუხედავად ამისა, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიტიკის ობიექტი მაინც გახდა. ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კლოდ მაკელელემ DAZN-ის გადაცემაში იყო სტუმრად მიწვეული, სადაც კილიან მბაპე მწვავედ გააკრიტიკა.

„ო ლა ლა, ო ლა ლა! კიდევ რა გინდა კილიან? ბურთი თვითონ მოვიდეს შენთან? კიდევ რა გინდა?! ო ლა ლა, რა საოცარი პასი გააკეთა ოლისემ, მცველები უსაქმოდ დატოვა, მაგრამ...

მბაპეს სერიოზული პრობლემები აქვს, მას ყოველთვის სურს, რომ ყველა ბურთი მისკენ წავიდეს. მან უნდა გუნდურად თამაში დაიწყოს და საკუთარ თავზე ნაკლები იფიქროს", - განაცხადა მაკელელემ.

კილიან მბაპესთვის სენეგალთან ჩატარებული მატჩი ისტორიული გამოვიდა, ის გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. კილიანს „მამლებში“ 99 მატჩში 58 გოლი აქვს გატანილი და ოლივიე ჟირუ უკან მოიტოვა.

გარდა ამისა, მბაპე საფრანგეთის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირია - 14 გოლით. მან გადაასწრო ჟუსტ ფონტენს, რომელმაც 1958 წელს ითამაშა მხოლოდ მუნდიალზე და მაშინ 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096598