ფეხბურთი

17:37 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდი: "სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ამ სეზონში საუკეთესო არ ვარ“

ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს, სკანდინავიელებმა პირველ შეხვედრაში ერაყი 4:1 დაამარცხეს, ხოლო ერლინგ ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა.

მატჩის შემდეგ ჰოლანდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სეზონში ის საუკეთესო ფორვარდად თავს არ თვლის.

"ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი? ვიტყოდი, რომ ამ დონეზე ნამდვილად ვარ, მაგრამ ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი არ გამიტანია. ჰარი კეინმა და კილიან მბაპემ ჩემზე მეტი გოლი გაიტანეს და ეს რეალობაა. სტატისტიკურად თუ შევხედავთ, არა, ამ მომენტში საუკეთესო არ ვარ“, - განაცხადა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგია ჯგუფს საფრანგეთთან ერთად ლიდერობს და მეორე ტურში 23 ივნისს, სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ერაყის მეტოქე 22 ივნისს, საფრანგეთის ნაკრები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093007