მადრიდის "რეალი" სატრანსფერო პერიოდის დროს დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იტალიელი ალესანდრო ბასტონი მოიაზრება. ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერით "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, პორტუგალიელს განსაკუთრებით მოსწონს "ინტერის" ფეხბურთელი და მის სიტუაციას აქტიურად აკვირდება.
მოგეხსენებათ, რომ მადრიდის "რეალი" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს, "სამეფო კლუბმა" მარკ კუკურელიასა და ბერნარდო სილვას ტრანსფერი ოფიციალურად დახურა.
გეტყვით, რომ "სამეფო კლუბი" ახლოს არის დენზელ დუმფრისისა და იბრაჰიმა კონატეს გაფორმებასთანაც.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბასტონი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 295 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მან კარიერა „ატალანტაში“ დაიწყო, ერთი სეზონი კი „პარმაშიც“ გაატარა. იტალიის ნაკრებში მის აქტივში 43 თამაშში 3 გოლია.





