არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ის რაფაელ ნადალს ძალიან ჰგავს და მასში საკუთარ თავს ხედავს.
ასევე ისაუბრა მიროსლავ კლოზეს მიღწევის გამეორებაზე და აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ სტატისტიკაა:
„მიყვარს ფეხბურთის თამაში, ეს ჩემი გატაცება ბავშვობიდანვეა. როდესაც კარგ ფორმაში ვარ, მოედანზე ყველაფერს ვაკეთებ. ეს ჩემი მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატია და ჯერ კიდევ ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ.
საბედნიეროდ, კარგად ვთამაშობ, რთული მატჩის მოგება მოვახერხეთ. მნიშვნელოვანია ტურნირის პირველივე თამაშში გამარჯვებით დაწყება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს არასდროს არის ადვილი.
დიდი პატივია, რომ შემიძლია კონკურენცია გავუწიო ყველა ამ დიდებულ ფეხბურთელს, მათ შორის ბრაზილიელ რონალდოს, ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი იყო. საამაყოა კლოზეს რეკორდის გამეორება, თუმცა ეს ჩემთვის სტატისტიკაა. ამ ცხრილში არიან რონალდო და მბაპეც, რომელმაც დღეს ორი გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ სტატისტიკაა,
ვუყურებ რაფა ნადალის დოკუმენტურ ფილმს და მას თავს ხშირად ვამსგავსებ. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი მეექვსედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და 16 გოლით მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა.







