ფეხბურთი

16:38 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა

კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა წინსწრებით გაიმართა, შედეგად, ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

„დინამო თბილისი“ თუ ლუქსემბურგის „მონდორფის“ ბარიერს დაძლევს, მეორე წრეში ლიეტუვის „ჟალგირისსა“ და მონტენეგროს „პეტროვაცს“ შორის მოგებულს შეხვდება.

ქუთაისის „ტორპედო“ აზერბაიჯანული „ზირას“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ესტონურ „პაიდეს“ ან ლიეტუვურ „ჰეგელმანს“ გაეჯიბრება.

გორის „დილა“ თუ სან მარინოს „ვირტუსს“ აჯობებს, მეორე საკალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „აპოლონთან“ დაპირისპირება მოუწევს.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9-16 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 23-30 ივლისს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093102