მილანის „ინტერი“ რომის „ლაციოდან“ ივან პროვედელს დაიმატებს. ტრანსფერზე შეთანხმება შედგა.
იტალიელი მეკარე სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო „ლაციო“ 3 მილიონ ევროს მიიღებს. ის „ინტერში“ მეორე მეკარის როლში იქნება, რადგან „ნერაძურის“ მთავარ მეკარედ კრისტიან კივუ ესპანელ ხოსეპ მარტინესს განიხილავს.
32 წლის ივან პროვედელი „ლაციოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 1 გოლიც გაიტანა, ჩემპონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“. მანამდე პროვედელს „პიზაში“, „პერუჯაში“, „მოდენაში“, „პრო ვერჩელში“, „ემპოლისა“ და „იუვე სტაბიაში“ უთამაშია.





