მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ დაადასტურა, რომ „რეალმა“ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე 150 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა.
თუმცა, ის ამბობს, რომ არგენტინელის გაშვებას „ატლეტიკო“ 500 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ აპირებს.
„დიახ, „რეალმა“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთა. თქვენ უკვე კარგად იცით, რა ვუპასუხეთ. თუ ამ ამბის დაუსრულებლად გამეორება გსურთ, ეს უკვე მოსაბეზრებელი ხდება. ხულიანი თავიდან ბოლომდე „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია. ყველამ, ვისაც ფეხბურთელი აინტერესებს, უბრალოდ უნდა მოვიდეს აქ და წაიკითხოს კონტრაქტი: გამოსასყიდი 500 მილიონი ევროა. სულ ეს არის“, - თქვა სერეზომ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმაც“ დაადასტურა, რომ 150 მილიონი ევრო შესთავაზეს „ატლეტიკოს“, რაზეც თანაქალაქელებისგან უარი მიიღო.





