ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა, მუნდიალის მეორე ტურში მოედანზე გასვლას, მაგრამ ამის შანსი უკვე არსებობს, ვინაიდან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო, რის გამოც პირველ ტურში „მაროკოსთან“ ვერ ითამაშა და მანამდეც, ამხანაგურ თამაშებშიც ვერ მიიღო მონაწილეობა.
ბრაზილიისა და ჰაიტისი ნაკრებების მატჩი 20 ივნისს გაიმართება.







