ფეხბურთი

22:57 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი დიდი სენსაცია: პორტუგალიამ და რონალდუმ ცუდად დაიწყეს

მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებიც ჩაერთო, კიდევ ერთი ფავორიტი და ვერ მოიგო.

ზოგადად, მიმდინარე მუნდიალზე სენსაციები პირველ ტურში გასაკვირი არ არის, მაგრამ ესპანეთი-კაბო ვერდეს შემდეგ, ეს თამაში განსაკუთრებულ სენსაციათა შორის უნდა შევიყვანოთ.

პორტუგალიის ნაკრებმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ვერ აჯობა, ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ, 1974 წლის შემდეგ პირველად ითამაშა. კრიშტიანუ რონალდუმაც დაიწყო მეექვსე მუნდიალზე ასპარეზობა, მაგრამ ჩრდილში იყო, როგორც მისმა გუნდმა, მანაც დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა.

პორტუგალიამ თამაში კარგად დაიწყო, ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა და სწრაფი გოლი გაიტანა. პედრო ნეტუს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში გაიტანა.

თუმცა, პორტუგალიის ნაკრებმა ისევ ვეღარ გააგრძელა, როგორც დაიწყო. გოლს ვინ ჩივის, საგოლე მომენტების შექმნაც რობერტო მარტინესის გუნდს საკმაოდ უჭირდა, ხოლო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონტრშეტევებზე გადასვლას ცდილობდა. თუმცა, აფრიკელთა მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, დაცვაში კარგი თამაში იყო, რასაც თავი გაართვეს.

პირველი ტაიმის ბოლო კომპენსირებულ წუთზე კი კონგომ სულაც გაათანაბრა: იოან ვისამ თავით ბრწყინვალედ დაარტყა - დიოგო კოშტას შანსი არ ჰქონია და 1:1. პორტუგალიის ნაკრებმა მცირე შოკი მიიღო და გასახდელში ძალიან ცუდ განწყობაზე შევიდა.

მეორე ტაიმში რობერტო მარტინესმა ცვლილებებს მიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. პორტუგალია ბევრჯერ ცდილობდა შეტევას, თუმცა, დიდად კვლავ არაფერი გამოსდიოდა, კრიშტიანუც ჩრდილში იყო, პრაქტიკულად უბურთოდ. პორტუგალას არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ 1:1, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგი მისთვის უბრალოდ ვერ იქნება. სამაგიეროდ, დრ კონგოში ზეიმია.

პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო კონგოელთა მეტოქე 24 ივნისს, კოლუმბია იქნება.

პორტუგალია - დრ კონგო 1:1 (1:1)

ჰიუსტონი, NRG სთედიუმი

პორტუგალია (4-2-3-1): დიოგო კოშტა; კანსელო, არაუჟო, ვეიგა, მენდეში (სემედუ 72); ნევეში, ვიტინია (რამოში 83); ბერნარდო სილვა (კონსეისაო 46), ბრუნო ფერნანდეში, ნეტუ (ლეაუ 71); რონალდუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

დრ კონგო (5-3-2): მპასი; ვან-ბისაკა (კალულუ 85), მბემბა, ტუანზებე, კაპუადი, მასუაკუ (ჯ. კაიემბე); მუკაუ (სადიკი 57), მოუტუსამი, ე. კაიემბე (პიკელი 74); ვისა, ბაკამბუ (ბანზა 85)

მწვრთნელი: სებასტიან დესაბრი

გოლები: 1:0 ნევეში (6), 1:1 ვისა (45)

გაფრთხილება: ბერნარდო სილვა (13), სემედუ (90), არაუჟო (90) - მბემბა (32)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 8 (2) ბურთის ფლობა: 75%-25% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: აბდულრამან ალ იასიმი (კატარი)

# გუნდი თამაში (P) მოგება (W) ფრე (D) წაგება (L) გატანილი (F) გაშვებული (A) ბურთების ბალანსი (GD) ქულა (Pts)
1 დრ კონგო 1 0 1 0 1 1 0 1
2 პორტუგალია 1 0 1 0 1 1 0 1
3 კოლუმბია 0 0 0 0 0 0 0 0
4 უზბეკეთი 0 0 0 0 0 0 0 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09399