საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „დინამო ბათუმმა“ სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ დაძაბულ ბრძოლაში და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, სამაგიეროდ, „ტორპედოსთვის“ ეს იყო ზედიზედ მესამე წაგება.
„დინამო ბათუმმა“ პირველი ტაიმის შუაში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დმიტრი მანდრიჩენკოს გოლით 22-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო ოთხ წუთში ბათუმელთა ფორვარდმა „ტორპედოს“ დაცვის შეცდომით კიდევ ერთხელ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს დავით ბუკიას გოლით შეამცირეს სხვაობა, ამჯერად „დინამოს“ მეკარემ დაუშვა უხეში შეცდომა. თამაშიც დაიძაბა. მეორე ტაიმის დასაწყისში უერდი მარამ ბათუმელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, რასაც მოჰყვა მე-60 წუთზე გიორგი არაბიძის შორი მანძილიდან დიდებული დაარტყმა და 2:3. თუმცა, დირკ შუსტერის გუნდმა მეტი ვერ შეძლო და ისევ დამარცხდა.
„დინამო ბათუმი“ 27 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“ 26 ქულით მეოთხეა და „მეშახტეს“ გაეჯიბრება.
„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 მანდრიჩენკო (22), 0:2 მანდრიჩენკო (26), 1:2 ბუკია (42), 1:3 მარა (53), 2:3 არაბიძე (60)





