ფეხბურთი

1:00 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვიეირა: "გვყავდა პლატინი, ზიდანი და ახლა ოლისე გვყავს"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ მაიკლ ოლისეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს.

ვიეირა ოლისეს კარგად იცნობს, რადგან როცა მაიკლი „კრისტალ პალასში“ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ლონდონური გუნდის მწვრთნელი პატრიკი იყო:

„გვყავდა მიშელ პლატინი, გვყავდა ზინედინ ზიდანი და ახლა გვყავს მაიკლ ოლისე. ის მომავალში „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდება. მას აქვს ყველა თვისება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ბრწყინავდეს. მას აქვს ხედვა და ხარისხიანად უტევს, მაგალითია, მბაპესთვის გაკეთებული პასი. ის პროაქტიული და მონდომებული 10 ნომერია: ის ყველაფერს აკეთებს, რომ თავდამსხმელები გოლის გატანის პოზიციაში დააყენოს“, - აღნიშნა ვიეირამ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელებში ოქროს ბურთი სამჯერ მიშელ პლატინიმ მოიგო (1983, 1984, 1985), ხოლო თითოჯერ რაიმონ კოპამ (1958), ჟან-პიერ პაპენმა (1991), ზინედინ ზიდანმა (1998), კარიმ ბენზემამ (2022) და უსმან დემბელემ (2025).

მაიკლ ოლისემ გასულ სეზონში „ბაიერნის“ მაისურით 52 მატჩში 22 გოლი და 31 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15851