„ლივერპულმა“ ესპანეთის ნაკრებისა და „ოსასუნას“ ფეხბურთელის, ვიქტორ მუნიოსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
22 წლის შემტევის სანაცვლოდ „წითლები“ 40 მილიონ ევროს გადაიხდიან. ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს „ნიუკასლიც“ აწარმოებდა, მაგრამ „ლივერპულმა“ გადაწყვიტა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.
ვიქტორ მუნიოსმა „ოსასუნას“ მაისურით გასულ სეზონში 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მანამდე ის მადრიდის „რეალში“ ირიცხებოდა. მას ესპანეთის ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.





