პორტუგალიამ და კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატი ცუდად დაიწყეს და 41 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის ცუდი სერია გრძელდება.
საქმე ისაა, რომ კრიშტიანუს უკვე 10 მატჩია დიდ ტურნირებზე გოლი არ გაუტანია: ეს მშრალი სერია მოიცავს 2022 წლის მუნდიალზე ურუგვაისთან, სამხრეთ კორეასთან, შვეიცარიასა და მაროკოსთან მატჩებს, ევრო 2024-ზე ჩეხეთთან, თურქეთთან, საქართველოსთან, სლოვენიასა და საფრანგეთთან, აგრეთვე, მიმდინარე მუნდიალზე დრ კონგოსთან მატჩს.
კრიშტიანუს ბოლო დიდ სანაკრებო ფორუმზე 2022 წლის მუნდიალის პირველ ტურში, განასთან ფიქსირდება, როცა პენალტი ზუსტად შეასრულა.
რონალდუმ დრ კონგოსთან მატჩის (1:1) შემდეგ სოციალურ ქსელში მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა: „ისეთი დასაწყისი არ არის, როგორიც გვინდოდა, მაგრამ დასასრულამდე ჯერ კიდევ ადრეა. თავი მაღლა უნდა ავწიოთ და შემდეგ მატჩზე გავამახვილოთ ყურადღება“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.







