ფეხბურთი

11:16 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "მარტინესს რონალდუს შეცვლის ეშინია"

ვეტერენმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კრის სატონმა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გააკრიტიკა.

ეს მოხდა დრ კონგოსთან მატჩის 83-ე წუთზე, როცა მარტინესმა გონსალო რამოში მოედანზე ვიტინიას ნაცვლად შეუშვა. სატონის აზრით, მწვრთნელს რონალდუ უნდა შეეცვალა.

„მარტინესის მხრიდან ეს უხერხულია. შეიძლება იმუშაოს, მაგრამ სხვადასხვა თამაშს ვუყურებთ? მას მოედნიდან რონალდუს გაყვანის ეშინია. ის მწვრთნელი არ არის. შესაძლოა, კრიშტიანუმ გამარჯვების გოლი გაიტანოს, მაგრამ დღეს თამაშში არ იყო“, - აღნიშნა სატონმა.

თამაშის დაწყებამდე რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა უეინ რუნიმ თქვა, რომ რონალდუ კარგი გაგებით გაცოფებული იქნებოდა, რადგან მბაპემ, მესიმ და ჰოლანდმა ტურნირი გოლებით დაიწყეს.

„ასე ცდილობდა ის საკუთარი თავის წარმოჩენას და მისი მენტალიტეტი ისეთია, რომ მისთვის ყველაფერი გამოწვევაა. წლების განმავლობაში, ის და მესი ერთმანეთს ამ დონემდე მისასვლელად უბიძგებდნენ. მას სურს, რომ საუკეთესო იყოს და ეს ცუდი არ არის. მას სურს მოედანზე გასვლა და დღეს საღამოს ორი ან სამი გოლის გატანა, რათა დაამტკიცოს, რომ ის ჯერ კიდევ ამ დონეზეა“, - ამბობდა უეინი თამაშის წინ.

მატჩის შემდეგ კი რუნის კომენტარი ასეთი იყო: „მისი სტატისტიკა არასდროს იქნება საუკეთესო, თუ მომენტებს ვერ შეუქმნი. მას შანსები სჭირდება. თუ კარგ შანსებს მისცემს, გოლებს გაიტანს“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. კრიშტიანუს დიდ სანაკრებო ტურნირებზე ბოლო 10 მატჩია გოლი არ გაუტანია, ამ თამაშებში შედის ევრო 2024-ზე საქართველოსთან თამაშიც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161054