ვეტერანმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ პორტუგალიისა და დრ კონგოს მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
მან მაგალითად მოიყვანა მომენტი, როცა კრიშტიანუ რონალდუმ ფრანსისკო კონსეისაოს პასის შემდეგ კარისკენ დაარტყა, მაგრამ გაცილებით უკეთეს პოზიციაში იყო ბრუნო ფერნანდეში, რომელსაც ბურთი არ დაუთმო:
„გოლი გუნდმა უნდა გაიტანოს და არა შენ. კრიშტიანუ მსგავს სიტუაციაში არაერთხელ ყოფილა, თუ ამ დროს მეკარის საჯარიმოსკენ წახვალ, მცველებს აიძულებ, რომ გამოგყვნენ, რითაც ბრუნოს სივრცე გაუთავისუფლდებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ მას სურს გოლის გატანა, ის ბრუნო ფერნანდეშის გზაზე მიდის, ასეთ დროს მცველებისთვის უფრო ადვილია სივრცეების შევსება და თავდაცვა. ეს ჩემი აზრია: გუნდს სჭირდება გოლის გატანა და არა შენ. ნახეთ ბრუნოს რეაქცია, თითქოს, ეუბნებოდა: გაუშვი, გაიქეცი, შექმენი სივრცე, რომ გამოვიყენო და მარტივად დავარტყა“, - თქვა ანრიმ Fox-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. კრიშტიანუს დიდ სანაკრებო ტურნირებზე ბოლო 10 მატჩია გოლი არ გაუტანია, ამ თამაშებში შედის ევრო 2024-ზე საქართველოსთან თამაშიც.







