ფეხბურთი

10:53 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

უზბეკების მარცხიანი დებიუტი მუნდიალზე

უზბეკეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიული პირველი მატჩი ჩაატარა. „თეთრი მგლების“ პირველი თამაში იმედგამაცრუებელი გამოდგა. მათ მეხიკოში ლეგენდარულ „აცტეკაზე“კოლუმბიასთან წააგეს 1:3.

პირველი ტაიმის დიდი ნაწილის განმავლობაში შეხვედრა ფაბიო კანავაროს გუნდის სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. მათ მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალება მისცეს, თუმცა საიმედოდ იცავდნენ თავს და კოლუმბიელებს იუსუპოვის კართან მნიშვნელოვანი საგოლე მომენტების შექმნის საშუალება არ მისცეს. თუმცა, პირველი ორმოცდახუთი წუთის ბოლოს ნომინალურმა სტუმრებმა საბოლოოდ იპოვეს ტემპი და ანგარიში ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მუნიოსის გოლით გახსნეს.

გაშვებულმა გოლმა უზბეკები აიძულა, უფრო გაბედულად ეთამაშათ. მართლაც, კანავაროს გუნდმა მეორე ტაიმის პირველ წუთებზე უფრო აგრესიული შეტევა დაიწყო და ანგარიში გაათანაბრა. აბოსბეკ ფაიზულაევმა უზბეკეთის ისტორიული პირველი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე, მას შემდეგ, რაც შომუროდოვის დარტყმა ვარგასმა უხერხულად მოიგერია.

თუმცა, უზბეკების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მოულოდნელმა გოლმა ნესტორ ლორენსოს გუნდი ვერ გატეხა და მათ სწრაფად დაიბრუნეს ლიდერობა. დიასმა გამოიჩინა თავი. უზბეკები კვლავ იძულებულნი გახდნენ, სიტუაციის შემობრუნების გზები ეძებნათ. ეგ არის, კანავაროს გუნდის ძლიერი დამამთავრებელი შეტევები ვერ ვნახეთ. თუმცა, ძირითადი დროის დასასრულს, მოზგოვოის შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კარგი პოზიციიდან ვარგასის კარს ააცილა ბურთი. კოლუმბიელებმა ბოლოს მესამე გოლი გაიტანეს, შეცვლაზე შესულმა კამპასმა ივარგა.

ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურის ბოლო მატჩი გახლდათ.

უზბეკეთი - კოლუმბია 1:3 (0:1)

18 ივნისი. მეხიკო. „აცტეკა“

0:1 მუნიოსი (40), 1:1 ფაიზულაევი (60), 1:2 დიასი (65), 1:3 კამპასი (90+9)

უზბეკეთი: იუსუპოვი, აბდულაევი, აშურმატოვი (უროზოვი, 77), ხუსანოვი, მოზგოვოი, შუკუროვი, ნასრულაევი (საიფიევი, 46), კარიმოვი, ურუნოვი (ხამდამოვი, 46), ფაიზულაევი (ამანოვი, 77), შომუროდოვი (სერგეევი, 90+3)

მწვრთნელი: ფაბიო კანავარო

კოლუმბია: ვარგასი, ლუკუმი, სანჩესი, მოხიკა, მუნიოსი, ლერმა, არიასი (კასტანიო, 90+3), პუერტა (რიოსი, 80), დიასი (გომესი, 90+3), ხამესროდრიგესი (კამპასი, 72), სუარესი (ერნანდესი, 80)

მწვრთნელი: ნესტორ ლორენსო

გაფრთხილება: ხუსანოვი (34); მოხიკა (7)

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი).

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები 8 (2)-15(4), ბურთის ფლობა 39%-61% , კუთხურები: 3-4 , თამაშგარე: 0-3, ჯარიმები: 14-11

K ჯგუფის სატურნირო ცხრილი

# გუნდი თამაში (P) მოგება (W) ფრე (D) წაგება (L) გატანილი (F) გაშვებული (A) ბურთების სხვაობა (GD) ქულა (Pts)
1 კოლუმბია 1 1 0 0 3 1 +2 3
2 დრ კონგო 1 0 1 0 1 1 0 1
3 პორტუგალია 1 0 1 0 1 1 0 1
4 უზბეკეთი 1 0 0 1 1 3 -2 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096919