„ბაიერნისა“ და კოლუმბიის ნაკრების გარემარბმა, ლუის დიასმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უზბეკეთთან 3:1 გამარჯვება შეაფასა. თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
„დღეს ბავშვობის ოცნებას ვისრულებ - მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო ჩემი ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნისთვის. რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება? ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი ვართ, თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით და უბრალოდ ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ“, - ციტირებს დიასის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
დიასი 29 წლისაა. მან კოლუმბიის ნაკრებში 75 მატჩი ჩაატარა. უზბეკეთთან შეხვედრა მისი დებიუტი გახლდათ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს ლუისმა 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.







