პსჟ-ს თავდამსხმელი ბრედლი ბარკოლი შესაძლოა არსენალს შეუერთდეს - წერს The Independent.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ოფიციალური შეთავაზების გაკეთებამდე შესაძლო გარიგების დეტალებს იკვლევს. პსჟ ამ ზაფხულს 23 წლის ფრანგის შენარჩუნებას ამჯობინებს, მაგრამ შესაძლოა მისი გაყიდვა განიხილოს, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება.
2025/26 წლების სეზონში ფეხბურთელმა ყველა შეჯიბრში 49 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა მისი კონტრაქტი პსჟ-სთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.





