თბილისის „იბერიამ“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ანდრეი სანტოსი დაიმატა, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანის ჩემპიონ „საბაჰში“ ირიცხებოდა.
გასულ სეზონში მან „საბაჰის“ მაისურით მხოლოდ და მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინის „ფლორას“ შეხვდება.





