ფეხბურთი

16:59 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ჟირუს რეკორდის დამხობა მიხარია, მაგრამ ჩემი მიზანი გუნდის გამარჯვებაა"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ოლივიე ჟირუს რეკორდის დამხობით ბედნიერია, მაგრამ მისი მიზანი არა რეკორდების დამყარება, არამედ გუნდის გამარჯვებაა:

"ნამდვილად მნიშვნელოვანია კარგად დაწყება, ეს ყველას დამშვიდებაში გვეხმარება. ჯგუფის მხოლოდ პირველი მატჩია, ამიტომ ხალხი აღფრთოვანდება თუ აკრიტიკებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც უნდა გავაკეთოთ.

ჟირუს გოლების რეკორდი გაუმჯობესება? ეს ძალიან მახარებს. მიხარია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. ეს რეკორდი ჩემი მიზანი იყო. ვიცი, რატომ მივაღწიე ამას, რა დამიჯდა, მაგრამ აქ რეკორდებისთვის არ ვარ, არამედ გუნდისა და ჩემი თანაგუნდელების დასახმარებლად. ერთად გავაგრძელებთ მცდელობას, დავწეროთ კიდევ ერთი შესანიშნავი გვერდი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში", - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 58 გოლით, საიდანაც 14 მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა, რაც ფრანგ ფეხბურთელებში ასევე საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092242