ფეხბურთი

18:04 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დივუარელ ფეხბურთელს კანადის ვიზა არ მისცეს და გერმანიასთან ვერ ითამაშებს

კოტ დივუარის ნაკრების ფეხბურთელ ელი ვაჰის კანადაში შესვლის უფლება არ მისცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში გერმანიასთან ვერ ითამაშებს.

ვაჰი გარებულ მატჩებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, გამოძიება მიმდინარეობს და კანადის ხელისუფლებამაც ამ მიზეზით ფეხბურთელს ვიზა არ მისცა. ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ელი ამერიკაში დარჩება და დაელოდება გუნდის დაბრუნებას.

საქმე ისაა, რომ კოტ დივუარს ბოლო ტურის მატჩი ისევ ამერიკაში აქვს, ფილადელფიაში, კურასაოს ნაკრებთან.

კოტ დივუარმა მუნდიალი კარგად დაიწყო და 1:0 სძლია ეკვადორის ნაკრებს, რითაც ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო გერმანიის ნაკრებს 20 ივნისს, შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100614