ფეხბურთი

19:10 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ შმეიხელი: "მარტინესმა ბელგიის ოქროს თაობა გაანიავა, პორტუგალიაშიც იგივე ხდება"

ვეტერანმა დანიელმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გააკრიტიკა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩის შემდეგ შმეიხელის ანალიზი ასეთია:

„რობერტო მარტინესი ამ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე იმედგამაცრუებული მწვრთნელია. მან ბელგიის ოქროს თაობა გაფლანგა და ახლა, როგორც ჩანს, პორტუგალიაშიც იგივე ხდება. როგორ შეიძლება ისეთი ფეხბურთელების სკამზე დატოვება, როგორებიც არიან ჟოაო ფელიქსი და რაფაელ ლეაო? ისეთი სისტემის შენარჩუნება, რომელიც აშკარად არ მუშაობს? პორტუგალიას შეტევაში ძალიან ბევრი ტალანატი ჰყავს, რომ ასეთი პროგნოზირებადი და ფრთხილი ჩანდეს. ტაქტიკა ძალიან კონსერვატიულია. შეტევას აკლია კრეატიულობა, ნახევარდაცვა ხშირად გათიშული ჩანს და მათი შეცვლები, როგორც წესი, ძალიან გვიან კეთდება თამაშის შესაცვლელად.

პორტუგალიას ტურნირზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავს, მაგრამ ისინი თავიანთ პოტენციალს ვერ აჩვენებენ. თუ ყველაფერი სწრაფად არ შეიცვლება, პორტუგალიამ შეიძლება ხელიდან გაუშვას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების კიდევ ერთი ოქროს შესაძლებლობა“, - აღნიშნა პეტერმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09407