ფეხბურთი

18:35 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ენცო ფერნანდესი "ჩელსიდან" "რეალში" გადასვლას ცდილობს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა ენცო ფერნანდესმა მადრიდის „რეალთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

არგენტინელი „სამეფო კლუბს“ 2032 წლამდე კონტრაქტზე შეუთანხმდა, ხოლო „რეალი“ მზადაა „ჩელსის“ სარფიანი შეთავაზება გაუკეთოს არგენტინელ ნახევარცველზე, რომელსაც ლონდონური გუნდის დატოვება და მადრიდში გადასვლა სურს.

ენცო ფერნანდესი „ჩელსიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 169 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „ბენფიკას“, "დეფენსას“ და „რივერ პლეიტის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101052