ფეხბურთი

19:40 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეშახტეს" წაგებების და "გაგრას" მოგებების სერია შეწყდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ტყიბულის „მეშახტე“ და „გაგრა“ დაზავდნენ.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს: 50-ე წუთზე „გაგრა“ პედრო ბორჟესის გოლით დაწინაურდა, რასაც ლადო ბურდულის გუნდმა მალევე უპასუხა ტარიკ შიკალოს გამათანაბრებელი გოლით და 1:1. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

„მეშახტემ“ 8-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და მეორე წრეში პირველი ქულა მოიპოვა. ტყიბულელებს აქამდე ბოლო ქულა სწორედ „გაგრასთან“, პირველი წრის ბოლო ტურში ჰქონდათ მოპოვებული. თავის მხრივ, „გაგრას“ სამმატჩიანი მოგებების სერია დასრულდა.

„მეშახტე“ 11 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 21 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს და წინ „სამგურალთან“ მატჩი აქვს.

„მეშახტე“ – „გაგრა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბორჟესი (50), 1:1 შიკალო (61)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157788