ფეხბურთი

22:26 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "სამგურალი" 8-გოლიან მატჩში დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტური შედეგიანი მატჩით დასრულდა, რომელშიც „დინამო თბილისმა“ „სამგურალი“ 5:3 დაამარცხა.

წყალტუბოელებს ველისოლის ჰეთ-თრიქი არ ეყოთ. ბრაზილიელმა ანგარიში პირველ წუთზე გახსნა და სტუმრები დაწინაურდნენ. თუმცა, თემურ ქეცბაიას გუნდმა მალევე როდრიგუ რამუშის გოლით გაათანაბრა. ოთხ წუთში სანდრო კალანდაძემ „დინამო“ დააწინაურა. ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა - ველისოლმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმი „დინამომ“ უკეთ ჩაატარა და მალევე ლეანდრო სანტუსის გოლით წინ გავიდა. შემდეგ ჰალიდ დოლტმურზიევის ჯერი დადგა, რომელმაც სხვაობა გააორმაგა, ხოლო 79-ე წუთზე აბდულაიო იორომ მეხუთედ დაამწუხრა მეტოქე. წყალტუბოლებმა ველისოლის პენალტით ბოლოს სხვაობა შეამცირეს.

„დინამო თბილისი“ 28 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალის“ მოგებათა სერია შეწყდა და 24 ქულით მეექვსე ადგილზეა, წინ კი „გაგრასთან“ მატჩი აქვს.

„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 5:3 (2:2)

გოლები: 0:1 ველისოლი (1), 1:1 რამუში (11), 2:1 კალანდაძე (15), 2:1 ველისოლი (37), 3:2 სანტუსი (48), 4:2 დოლტმურზიევი (66), 5:2 იორო (79), 5:3 ველისოლი (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097555