ფეხბურთი

23:00 | 18.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა

„ლივერპულმა“ ესპანეთის ნაკრებისა და „ოსასუნას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, ვიქტორ მუნიოსის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის შემტევის სანაცვლოდ „წითლებმა“ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს. ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს „ნიუკასლიც“ აწარმოებდა, მაგრამ „ლივერპულმა“ გადაწყვიტა მისი გამოსასყიდი თანხა გადაეხადა.

ვიქტორ მუნიოსმა „ოსასუნას“ მაისურით გასულ სეზონში 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მანამდე ის მადრიდის „რეალში“ ირიცხებოდა. მას ესპანეთის ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093974