მილანის „ინტერმა“ მთავარ მწვრთნელ კრისტიან კივუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
რუმინელი „ნერაძურის“ 2028 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს და სეზონში მისი ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.
კივუმ „ინტერი“ შარშან ჩაიბარა და გასულ სეზონში დუბლი შეასრულებინა - სკუდეტო და იტალიის თასი მოიგეს. თუმცა, იტალიურ გუნდს სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაუვარდა, სადაც ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ მარცხით გავარდა.





