ლონდონის „არსენალი“ ქართველი ფეხბურთელის, ანდრია ბართიშვილის ტრანსფერზე მუშაობს.
17 წლის შემტევის დამატებას ინგლისური კლუბი სავარაუდოდ, თავდაპირველად ახალგაზრდული გუნდისთვის აპირებს:
„არსენალი“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრის, ანდრია ბართიშვილის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზებას წარადგენს. 17 წლის ფეხბურთელს „კოლხეთთან“ კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აკავშირებს და როგორც ჩანს, „მეთოფეები“ მოზარდს წინასაკონტრაქტო შეთავაზებას გაუკეთებენ.
ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „არსენალი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ბართიშვილის შეძენას ცდილობს. ბართიშვილი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ტალანტად ითვლება და მას ასევე რამდენიმე იტალიურ გუნდში, მათ შორის „იუვენტუსში“ გადასვლასთან აკავშირებენ“, - წერს BBC-ი.
მიმდინარე სეზონში ანდრია ბართიშვილი იჯარით „იბერიაში“ თამაშობს, სადაც 15 მატჩში 2 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ის 21-წლამდე ნაკრების წევრია, მაგრამ 19-წლამდელებშიც თამაშობს.





