ფეხბურთი

0:59 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის მანზამბის შოუ: შვეიცარიამ ბოსნია ბოლოსკენ გატეხა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა და ტურნირზე პირველი გამარჯვება.

მურატ იაკინის გუნდი არათუ წყვილში, არამედ ჯგუფში ფავორიტად მიიჩნეოდა და პირველ ტურში კატართან ფრე დიდი მოულოდნელობა იყო. ამჯერად, შვეიცარიის ნაკრებმა შეცდომა არ დაუშვა.

ეს არის ნამდვილი შვეიცარიული საათივით აწყობილი გუნდი, სისტემა, რომელიც სტაბილურობის განსახიერებაა. შეიცარიამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა და მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზეც ნათელია, რომ თავს არ შეირცხვენს.

პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი გამოდგა, საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა და ტაბლოზე ნულები სრულიად ლოგიკური შედეგი იყო.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში კლასი, გამოცდილება თვალშისაცემი გახდა და შვეიცარიამ იტალიას უჩვენა, როგორ უნდა ბოსნიის დამარცხება... იაკინის განხორციელებული შეცვლები გადამწყვეტი გამოდგა: 71-ე წუთზე მან თამაშში იოჰან მანზამბი და რუბენ ვარგასი ჩართო, სწორედ ამის შემდეგ გატყდა ბოსნია.

„ფრაიბურგის“ 20 წლის ტალანტმა, მანზამბიმ 74-ე წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც მალევე ბოსნიელი მცველის, ტარიკ მუჰარემოვიჩის გაძევება მოჰყვა. 10-კაციან ბოსნიასთან კი შვეიცარიამ გაილაღა: ჯერ ვარგასმა გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს მანზამბიმ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა. ბოსნიამ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა, თანაც ძალიან ლამაზი, რომელიც ერმინ მაჰიმიჩის აქტივშია და 3:1. თუმცა, ეს არ ყოფილა საბოლოო ანგარიში, რადგან შვეიცარიამ შემდეგ პენალტი გაიტანა, კერძოდ გრანიტ ჯაკამ და იაკინის გუნდმა 4:1 მოიგო.

შვეიცარიის ნაკრები ორი ტურის შემდეგ 4 ქულითაა და შეიძლება ითქვას, გავიდა პლეი-ოფში, მაგრამ ბოლო ტურში 24 ივნისს, კანადასთან პირველი ადგილისთვის ითამაშებს. ბოსნიას 1 ქულა აქვს და მესამე მატჩში კატართან თუ მოიგებს, ისიც გავა ჯგუფიდან.

შვეიცარია - ბოსნია 4:1 (0:0)

ლოს ანჯელესი, „სოფი სთედიუმი“

შვეიცარია (4-3-1-2): კობელი; ვიდმერი (ჟაკეზი 86), ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ებიშერი (სოუ 71), ჯაკა, ფროილერი; რიდერი (ვარგასი 71); ემბოლო (იტენი 89), ნდოიე (მანზამბი 71)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

ბოსნია (4-4-2): ვასილი; დედიჩი, კატიჩი, მუჰარემოვიჩი, კოლაშინაცი; მემიჩი, ტაჰიროვიჩი (ბასიჩი 63), სუნჯიჩი (ჰაძიაჰმეტოვიჩი 86), ალაიბეგოვიჩი (მაჰმიჩი 90); დემიროვიჩი (ლუკიჩი 86), ჯეკო (ბაირაკტარევიჩი 64)

მწვრთნელი: სერგეი ბარბარესი

გოლები: 1:0 მანზამბი (74), 2:0 ვარგასი (84), 3:0 მანზამბი (90), 3:1 მაჰმიჩი (90), 4:1 ჯაკა (90, პენ)

გაფრთხილება: ელვედი (65) - დედიჩი (59), ჯეკო (61)

გაძევება: მუჰარემოვიჩი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 5 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ჟოაო პინეირო (პორტუგალია)

# გუნდი თამაში (P) მოგება (W) ფრე (D) წაგება (L) გატანილი (F) გაშვებული (A) ბურთების სხვაობა (GD) ქულა (Pts)
1 შვეიცარია 2 1 1 0 5 2 +3 4
2 კანადა 1 0 1 0 1 1 0 1
3 ბოსნია და ჰერცეგოვინა 2 0 1 1 2 5 -3 1
4 კატარი 1 0 1 0 1 1 0 1
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098656