ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ბრაიტონ ალბიონიდან“ იან პოლ ვან ჰეკე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ვან ჰეკეს სანაცვლოდ „დეზებმა“ 60 მილიონი ევრო გადაიხადეს. მომდევნო ტრანსფერიდან „ბრაიტონს“ 20%-იც ერგება.
„ტოტენჰემში“ გადასვლა ჩემთვის ოცნების ახდენაა“, - თქვა ნიდერლანდელმა მცველმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ლონდონურმა გუნდმა მანამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით კიდევ ორი მცველი დაიმატა - მარკოს სენესი და ენდრიუ რობერტსონი.
იან პოლ ვან ჰეკე „ბრაიტონში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 131 მატჩში 4 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში უთამაშია „ბრედაში“, „ჰერენვეენსა“ და „ბლექბერში“, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.







