ფეხბურთი

11:32 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მზადაა "ბაიერნს" ოლისეში 220 მილიონი ევრო შესთავაზოს

მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ მაიკლ ოლისეს გადაბირებას ეცდება.

Marca-ს ცნობით, „სამეფო კლუბს“ ჯერ უარი არ უთქვამს ფრანგი ფეხბურთელის ყიდვაზე და ესპანელები მზად არიან „ბაიერნს“ 220 მილიონი ევრო შესთავაზონ.

გერმანელთა პასუხი უცნობია, მაგრამ აქამდე კლუბში ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ოლისე არ იყიდება - არანაირ ფასად.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს - უკვე დაიმატა იბრაჰიმა კონატე, ბერნარდო სილვა და დენზელ დუმფრისი. მაიკლ ოლისემ გასულ სეზონში „ბაიერნის“ მაისურით 52 მატჩში 22 გოლი და 31 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095156