მსოფლიო ჩემპიონატზე B-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ტურნირის მასპინძელი კანადის ნაკრები კატარს დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა.
შეხვედრის დაწყებიდანვე კანადელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რაც საბოლოოდ როგორც ანგარიშზე, ისე სტატისტიკაზეც აისახა. მატჩის გმირი ჯონათან დევიდი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. თითო-თითო გოლი ლარინისა და ნათანის ანგარიშზეა, ხოლო ერთი გოლი კატარის ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ 33-წ წუთიდან კატარელები 10-კაცით თამაშობდნენ, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა აბდულრაჰმან აჰმედი ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა, კანადის ფეხბურთელმა ისმაელ კონემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, მან ფეხი მოიტეხა. აღნიშნული მომენტი VAR-ზე გადამოწმდა, რის გამოც მსაჯმა ყვითელი ბარათი წითლით შეცვალა და ასიმ მადიბო მოედნიდან გააძევა.
ამრიგად კანადის ნაკრები ორი ტურის შემდეგ 4 ქულას აგროვებს და შვეიცარიის ნაკრებთან ერთად B-ჯგუფს ლიდერობს. მომდევნო ტურში კანადა სწორედ შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო კატარი ბოსნიას დაუპირისპირდება.
კანადა - კატარი 6:0 (3:0)
BC ფლეისი, (ვანკუვერი)
ანადა (4-3-3): კრეპო; ჯონსტონი, დე ფუჟეროლი (შაფელბურგი 71), კორნელიუსი (ბომბიტო 46), ლარიეა; კონე (სალიბა 57), ეუსტაკიო (კ), აჰმედი (ოლუვასეი 71); ბიუკენენი (სიგური 83), დევიდი, ლარინი.
მწვრთნელი: ჯესი მარში.
კატარი (4-3-3): აბუნადა; ალ-ოუი, პედრო მიგელი, ხუხი (კ), ალ ამინი; გაბერი (ალ მანაი 46), მადიბო, ლაიე; ედმილსონ ჟუნიორი (ფათი 46), აბდურისაგი (ალ ბრაკე 40), აფიფი (ალ ჰუსეინი 59).
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.
გოლები: 1:0 ლარინი (16), 2:0 დევიდი (29), 3:0 დევიდი (45+3), 4:0 სალიბა (64), 5:0 ალ მანაი (75, ავტ.), 6:0 დევიდი (90+2).
გაფრთხილება: კორნელიუსი (9), ფათი (62)
გაძევება: აბდულრაჰმან აჰმედი (36), ასიმ მადიბო (53).
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 32 (10) - 2 (0) ბურთის ფლობა: 79%-21% კუთხურები: 19:1 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: კრისტიან გარაი (ჩილე)







