ფეხბურთი

10:17 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრებმა სამხ. კორეას მოუგო და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა

მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა. გვადალახარაში, „ესტადიო აკრონზე“ გამართულ შეხვედრაში "ელ ტრიმ" სამხრეთ კორეა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარი და ფრთხილი გამოდგა. მასპინძლები ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ყველაზე სახიფათო ეპიზოდი ხულიან კინიონესს ჰქონდა, რომლის დარტყმაც კიმ სონ-გიუმ მოიგერია. თავის მხრივ, კორეელებმა რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ მექსიკის დაცვამ დამაჯერებლად ითამაშა.

შესვენების შემდეგ მექსიკამ თამაშს მოუმატა და 50-ე წუთზე სასურველ შედეგსაც მიაღწია. ლუის რომომ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა და საბოლოოდ გამარჯვების გოლიც გაიტანა. დარჩენილ დროში სამხრეთ კორეა აქტიურად ცდილობდა საპასუხო ბურთის გატანას, თუმცა მექსიკელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

ამრიგად მექსიკის ნაკრები A-ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და პლეი-ოფში თამაშის უფლება უკვე გაინაღდა. ბოლო ტურში ტურნირის მასპინძლები ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო სამხრეთ კორეა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.


მექსიკა - სამხრეთ კორეა 1:0 (0:0)

ესტადიო აკრონი, (გვადალახარა)

მექსიკა: (4-3-3): რანგელი; სანჩესი, ალვარესი (კ), ვასკესი, გალიარდო; გუტიერესი (პინედა 71), ლირა, რომო (ვარგასი 71); ალვარადო (რეიესი 80), ხიმენესი (ხიმენესი სანტიაგო 80), კინიონესი (უერტა 84).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე.

სამხ. კორეა (4-3-3): კიმ სონ-გიუ; ლი ჰან-ბეომი, კიმ მინ-ჯე, ლი გი-ჰიუკი, კიმ მუნ-ჰვანი (ეომ ჯი-სუნგი 71); ჰვანგ ინ-ბეომი, პაიკ სონ-ჰო (ჩო გუე-სუნგი 84), სეოლ იონგ-ვუ (იანგ ჰიონ-ჯუნი 71); ლი კანგ-ინი, ლი ჯე-სუნგი (ჰვანგ ჰი-ჩანი 57), სონ ჰინ-მინი (ო ჰიონ-გიუ 57).

მწვრთნელი: ჰონგ მიონგ-ბო.

გოლები: 1:0 რომო (50).

გაფრთხილება: ლი კანგ-ინ (4), სეუნგ-ჰო (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) - 9 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 0:2 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: გუსტავო ტეხერა (ურუგვაი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095043