ფეხბურთი

12:27 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კუკურელია "რეალში" ტრანსფერზე: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ძალიან ბედნიერი ვარ"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მარკ კუკურელიამ მადრიდის "რეალში" ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

"რეალში“ ტრანსფერი ძალიან სწრაფად განხორციელდა. ყველაფერი 36 საათში გადაწყდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი! დილით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ კლუბებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და მკითხეს, მინდოდა თუ არა გადასვლა. მოსაფიქრებლად დიდი დრო არ დამჭირვებია , რადგან ეს ჩემი კარიერისთვის უდიდესი ნაბიჯი იყო“, - განაცხადა კუკურელიამ.

შეგახსენებთ, რომ კუკურელიამ „სამეფო კლუბთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მადრიდულ გუნდში 2032 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172273