UFC-ის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი აცხადებს, რომ UFC თეთრი სახლის ბრძოლის კვირეულის განმავლობაში ალექსანდრე თოფურიამ მასთან კონტაქტისგან თავი შეიკავა და არც კი გაუხედავს მისთვის.
ო’მალის თქმით, ის თოფურიას გუნდის ყველა წევრს მიესალმა და ხელი ჩამოართვა, თუმცა ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე, მის მიმართ სრულიად განსხვავებულად მოიქცა.
„ილიას ძმამ საერთოდ არც კი შემომხედა. მის გუნდში ყველას ხელი ჩამოვართვი და მივესალმე, მაგრამ მის ძმას ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს. საერთოდ არ მიყურებდა. აშკარაა, რომ არ მოვწონვარ,“ - განაცხადა ო’მალიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამაც და შონ ო'მალიმაც თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბეს, სამწუხაროდ ქართველი მებრძოლი ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, ხოლო ო'მალიმ აიემან ზაჰაბი დაამარცხა.







