ფეხბურთი

12:59 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "კარგი დასაწყისი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჰაიტისთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. იტალიელი მწვრთნელის თქმით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება. მან, ასევე მაროკოსთან ვერ მოგებულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

"მაროკოსთან პირველი ტაიმი ცოტა მოულოდნელი იყო; შეიძლება იყოს, რომ გახსნით მატჩში მაისურის ტარების წნეხმა ოდნავ იმოქმედა ფეხბურთელების მენტალურ მდგომარეობაზე.კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი.

ჩვენ უნდა მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მაროკოსთან პირველ ტაიმში კარგად ვერ ითამაშეს. ჩვენს გუნდში არავის უთამაშია თავის საუკეთესო დონეზე. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გახსნითი მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს.

ჰაიტისთან მატჩში შემადგენლობაში ცლილებები აუცილებლად იქნება, ეს ფეხბურთელებმა უკვე იციან. დარწმუნებული ვარ, თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ და უკეთესები გავხდებით", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ პირველ შეხვედრაში მაროკოსთან ფრედ ითამაშა, ხოლო მომდევნო მატჩს, ჰაიტის წინააღმდეგ ხვალ, ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167229