"ბარსელონა" დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და როგორც telegraaf-ი იტყობინება კატალონიელები "ტოტენჰემის" ნიდერლანდელ ფეხბურთელს მიკი ვან დე ვენს აკვირდებიან.
წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერით თავად ჰანსი ფლიკია დაინტერესებული, რომელსაც ვან დე ვენის სათამაშო სტილი ძალიან მოსწონს. "ბარსელონას" გარდა ფეხბურთელის დამატებით "ლივერპულიც" სერიოზულადაა დაინტერესებული.
"ტოტენჰემს" ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებს, თუმცა ვან დე ვენი ხელის მოწერას არ ჩქარობს. იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელი წასვლას გადაწყვეტს, "დეზები" მას მხოლოდ 100 მილიონის სანაცვლოდ შეელევიან.
შეგახსენებთ, რომ მიკი ვან დე ვენი "ტოტენჰემის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლამდე აკავშირებს.





