მსოფლიოს მმართველმა ორგანომ FIFA-მ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამიერიდან მუნდიალზე ეროვნული ჰიმნების დროს ფოტოგრაფები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განლაგდებიან.
ტომას ტუხელი განაწყენებული იყო იმ ფაქტით, რომ ხორვატიასთან გამართულ მატჩამდე მან თავისი ნაკრების ჰიმნის შესრულება ვერ ნახა, რადგან მის წინ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი იყო განლაგებული.
"ამ მომენტს ძალიან დიდხანს ველოდი, თუმცა ფოტოგრაფებმა ყველაფერი წამართვეს. ამიტომ FIFA-ს ვთხოვ, შეცვალონ ფოტოგრაფების განლაგება ჰიმნის დროს. ჩემი გუნდის დანახვა საერთოდ არ შემეძლო, რადგან 50 ფოტოგრაფის კედლის წინ ვიდექი. ამან ჩემი მოლოდინები მთლიანად გააფუჭა", - განაცხადა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა პირველ ტურში ხორვატია 4:2 დაამარცხეს, ხოლო მომდევნო მატჩს 24 ივნის განის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.







